weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ზელენკის თქმით, სანქციების მიღება რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის დაცვაა და არა უკრაინის

11:42 შაბათი, 29 იანვარი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის შესაძლოა უსარგბელო იყოს რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები, თუ მათ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მიიღებენ.

როგორც ზელენსკიმ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს რუსეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციის პრევენციისთვის. 

„ახლა ზუსტად გვესმის, რომ თუ ნატოში არ ვართ, მაშინ საკუთარ თავს თავად ვიცავთ და როდესაც თავს თავად იცავ, როდესაც პირისპირ ხარ რთულ სახელმწიფოსთან, სვამ შეკითხვას: რას ნიშნავს სანქციები „შემდეგ“, ვისთვის და რისთვისაა? უკრაინას ეხება? მაპატიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, არა. მე არ ვიცი, რა იქნება შემდეგ. 

თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები „მოგვიანებით“? ამიტომ, საუბარია სანქციებზე, რა თქმა უნდა, არა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს მიუთითებს ევროკავშირის ქვეყნების მიმართ სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებაზე. 

მაგრამ ეს არ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე. 15 ათასი დაღუპული გვყავს და მსოფლიოს მრავალი ქვეყანა განიხილავს სანქციებს „შემდეგ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თუ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი იქნება, მაშინ ის ნატოს ზოგიერთი ქვეყნის საზღვრებზე იქნება. ზელენსკის აზრით, შესაძლოა პროვოკაციები მოხდეს იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო. 

„ღიად თქვით: ჩვენ იქ არასდროს ვიქნებით. ალიანსის ბევრ წევრს მივმართავ. ვიღაც ლაპარაკობს ამაზე, ვიღაცას ლაპარაკის ეშინია. ვიღაც მოდის, ერთმანეთს ხელს ვართმევთ, ვიღაც კი ამბობს: „იცით, რომ არა ეს სახელმწიფო, ჩვენ აუცილებლად დაგიჭერთ მხარს“. ვიღაც კი სხვა რამეს ამბობს: „როცა ყველა მხარს უჭერს, ჩვენც მხარს ვუჭერთ“. რატომ უნდა ვისაუბროთ მომავალზე? რისკები აწმყოში გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის ჯარმა უნდა განაგრძოს განვითარება, იმის მიუხედავად, გაწევრიანდება თუ არა ქვეყანა ნატოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]